ევროპის გადარჩენის აქტი
მავთულხლართები და პოლიციის კორდონი ევროპარლამენტის შენობასთან. ბრიუსელში, „ევროპის გადარჩენის აქტის“ მხარდამჭერების აქციას დაპირისპირება მოჰყვა. აქტივისტებმა, რომლებსაც ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქის ხელმოწერა ჰქონდათ მიტანილი მასობრივი მიგრაციის შეჩერების მოთხოვნით, საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ვერ შეძლეს. ბრიუსელის მერიის გადაწყვეტილებით მობილიზებულმა პოლიციამ შენობაში შესვლის უფლება თავდაპირველად არც ევროპარლამენტარებს მისცა, რომლებსაც ხელმოწერების ნაწილი საკუთარი ინიციატივით შეჰქონდათ. პარალელურად, ფინელ ევროპარლამენტარ სებასტიან ტინკინენს ბრიტანეთის მთავრობამ ქვეყანაში შესვლაც კი აუკრძალა.













