ევროკავშირის გაფართოების გზაზე გადადგმული მორიგი ნაბიჯი ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილისთვის შემაშფოთებელია
ევროკავშირის გაფართოების გზაზე გადადგმული მორიგი ნაბიჯი ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილისთვის შემაშფოთებელია. პოლონელი, ავსტრიელი და ფრანგი პოლიტიკოსები შიშობენ, რომ უკრაინის დაჩქარებული ტემპით გაერთიანებაში მიღება უშუალოდ ევროკავშირის წევრების ინტერესებს დააზიანებს. გარდა ამისა, სერიოზული დაპირისპირების მიზეზია გერმანიისა და საფრანგეთის იდეა ახალი წევრების შეზღუდული უფლებებით მიღების შესახებ.
















