უკან03 ივლისი 2026, 01:00
პრეპარატი „ჯაკავი“ ხელმისაწვდომია
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა გაფართოვდა. სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტ „ჯაკავს“ იმ პაციენტებისთვის დააფინანსებს, რომლებსაც ის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომ განვითარებული მძიმე გართულების სამკურნალოდ სჭირდებათ. სახელმწიფოს მიერ შესყიდული მედიკამენტი უკვე ხელმისაწვდომია ყველა ონკო-ჰემატოლოგიური დიაგნოზის მქონე ბენეფიციარისთვის, მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის
გაზიარება










