უკან12 მაისი 2026, 19:36
საფრანგეთის პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო
საფრანგეთის პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში წერია, რომ გმობენ საქართველოში ავტორიტარულ გადახრას, აკრიტიკებენ საქართველოში მიღებულ კანონებს და ითხოვენ სანქციებს. სიტყვით გამოსვლისას მომხსენებელმა მიხეილ სააკაშვილისა და ელენე ხოშტარიას პატიმრობაზე ილაპარაკა. სხდომას ესწრებოდა სალომე ზურაბიშვილიც. სახელისუფლებო გუნდის წევრების განცხადებით, სამწუხაროა რომ მსგავს რეზოლუციებში ქართველები იღებენ მონაწილეობას, მათივე თქმით უარგუმენტო რეზოლუციებს კი ფასი არ აქვს
გაზიარება

















