უკან25 მარტი 2026, 00:45
კიოლნი-თბილისი-კიოლნი
ახალი საჰაერო ხაზი გერმანიის მიმართულებით - ავიაკომპანია „ეუროვინგსი“ 2 ივლისიდან რეგულარულ რეისებს კიოლნი-თბილისი-კიოლნის მიმართულებით შეასრულებს. ფრენა კვირაში ორჯერ - ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს შესრულდება. ავიაბაზრის გაფართოებით საერთაშორისო მოგზაურებისთვის ქვეყნის ხელმისაწვდომობა იზრდება.
გაზიარება











