უკან18 ნოემბერი 2024, 18:51
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო ორგანიზაციებს შეხვდნენ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო ორგანიზაციებს შეხვდნენ. ირინე წაქაძემ და გიორგი პატარიძემ პროვაიდერებს, ბენეფიციარებისთვის სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით, სამინისტროს გეგმები გააცნეს. სამინისტრო, ბიუჯეტის გადახედვაზე მუშაობს და ამ მიმართულებით, სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება. იმსჯელეს ბენეფიციართა უსაფრთხოების საკითხზე.
გაზიარება
















