პროტესტი ისრაელში
ისრაელი მასშტაბურმა საპროტესტო ტალღამ მოიცვა. მას შემდეგ რაც არმიის წარმომადგენლებმა ღაზაში 6 ისრაელელი მძევლის ცხედარს მიაგნეს, ათობით ათასი ადამიანი მთავრობისგან მძევლების გათავისუფლების მიზნით დაუყოვნებელი შეთანხმების მიღწევას ითხოვს. იერუსალიმში გამართული დემონსტრაცია აქტივისტებსა და პოლიციას შორის ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. სამართალდამცველებმა 12 ადამიანი დააკავეს.

















