კულინარიული მასტერკლასი
თბილისში მასტერკლასს მსოფლიოში ცნობილი კონდიტერ შეფი ანტონიო ბაშური მართავს. არაერთი მნიშვნელოვანი ტიტულის მქონე პუერტო რიკოელი შეფი ქართველ კოლეგებს პორციული ნამცხვრების საავტორო რეცეპტებს გაუზიარებს. ანტონიო ბაშური 2018 და 2022 წლებში მსოფლიოს საუკეთესო კონდიტერად დასახელდა. მასტერკლასები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები