რომში პაპი ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია
რომში პაპი ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. ცერემონიას, რომელიც შაბათს გაიმართება, 200 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრება. რომის პოლიციის ცნობით, წმინდა პეტრეს მოედანზე დაახლოებით 2 ათასი პოლიციელი და ეროვნული უსაფრთხოების ძალების ათასობით ოფიცერი იქნება განთავსებული. დაკრძალვის ცერემონია შაბათს დილით, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება.