პრანკერების მახეში გაბმული სალომე ზურაბიშვილი ისევ დუმს და განმარტებებს არ აკეთებს
პრანკერების მახეში გაბმული სალომე ზურაბიშვილი ისევ დუმს და განმარტებებს არ აკეთებს. ყოფილი სახალხო დამცველი კი ირწმუნება, რომ პრანკერებს გასული წლის საპროტესტო აქციებზე ესაუბრა, არაოფიციალურ ქვედანაყოფში კი იმ ადამიანებს გულისხმობს, რომლებსაც თავად ხელისუფლების ტიტუშკებად მოიხსენიებს. შეგახსენებთ, პრანკერებთან საუბრისას უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ საქართველოში არსებობს არაოფიციალური ქვედანაყოფი, ისეთი, როგორიც მაიდნის მოვლენების დროს იყო. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ზურაბიშვილი და ნანუაშვილი პრანკერებთან საუბრობენ, პროტესტისთვის საჭირო ფულია, რომლის მიწოდებაც ევროპიდან გვიანდება. ეს აღიარება კი ხელისუფლებისთვის არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოში დესტაბილიზაციისთვის უცხოური ფინანსები იხარჯებოდა.