პარიზის წიგნის ფესტივალი
საფრანგეთი წლის ყველაზე მასშტაბურ ლიტერატურულ ღონისძიებას „პარიზის წიგნის ფესტივალს მასპინძლობს“. ღონისძიების მონაწილეებსა და სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, პარიზის „გრან პალეში“ ქართული ლიტერატურის თარგმანებს გაეცნონ და თანამედროვე ავტორებს შეხვდნენ. ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილია საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საქართველოს მწერალთა სახლის ხელშეწყობით ფრანგულ ენაზე თარგმნილი და გამოცემული 200-მდე წიგნი. წელს პარიზის წიგნის ფესტივალის ვიზუალური კონცეფცია, 2025 წლის ლონდონის წიგნის ბაზრობის მსგავსად, იოანე ზოსიმეს ხელნაწერის მიხედვით მომზადდა. „აღმოაჩინე ქართული საიდუმლო, ყოველი საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს“ - ეს არის საქართველოს სტენდის ძირითადი გზავნილი

სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები