სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრების შედეგად ორი მაშველი დაიღუპა
სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრების შედეგად ორი მაშველი დაიღუპა. ორი მოქალაქე, კი დაკარგულად ითვლება. ასობით ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დატოვა. ხანძრის ჩაქრობას ან ლოკალიზებას ძლიერი ქარი ართულებს. სტიქიის ზონაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.