პასუხი დეზინფორმაციაზე
სპეციალური პენიტენციური სამსახური ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებული მზია ამაღლობელი უზრუნველყოფილია ჯანმრთელობის მდგომარეობის ადექვატური სამედიცინო მომსახურებით . ასევე განცხადებაში ნათქვამია, რომ მზია ამაღლობელი მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, იმყოფება ვიდეომეთვალყურეობის სისტემით აღჭურვილ საკანში. მზია ამაღლობელი ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელმაც მონახულა, რომელიც ლევან იოსელიანის განცხადებით, ექიმია.