ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „ნაპოლიდან“ „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელებს
ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „ნაპოლიდან“ „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელებს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს. მისი თქმით, კლუბებს შორის შეთანხმება შედგა და ოფიციალური გადაწყვეტილების შესახებ სულ მალე გამოცხადდება. რომანოს გარდა, შეთანხმებას ადასტურებს გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ალფრედო პედულა. მისი ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი პარიზის კლუბთან კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე, ერთი წლით განახლების ვარიანტით გააფორმებს და სეზონში ხელფასის სახით 8-9 მილიონ ევროს მიიღებს. „ნაპოლი“ ხვიჩას ტრანსფერიდან დაახლოებით 75 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და კვარა ნეაპოლელთა ისტორიაში გონსალო იგუაინის შემდეგ მეორე ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელი გახდება. ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, 2022-2023 წლების სეზონში სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.