სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში
სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში. თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა. ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშები საზეიმოდ აღმართეს. სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფშიც.