ბუნდესტაგი, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვისთვის ემზადება
ბუნდესტაგი, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვისთვის ემზადება. ინიციატორები არიან როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან. ისინი პარტიას გერმანიის დემოკრატიული წყობილებისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევენ, მის საქმიანობას კი კონსტიტუციასთან შეუთავსებლად. საქართველოში, მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ მაშინ, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული საქმიანობის აკრძალვაზე, ქართული მხარე ევროპიდან კრიტიკას ისმენს, თავად ევროპაში კი ბოლო წლებში ათეულობით პარტიის საქმიანობა აიკრძალა და პროცესი დღესაც გრძელდება, ეს ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითია.