08 თებერვალი 2019, 12:33
ახალი iPhone-ის ფოტოები გავრცელდა
ტექნოლოგიები

iPhone 11
ფოტო: Twitter
გაზიარება
ინტერნეტში iPhone 11-ის ორი ფოტო გავრცელდა. წინასწარი ინფორმაციით, სმარტფონების ყიდვა სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ Forbes-ი წერს.
ინფორმაცია თავდაპირველად ნაკლებად ცნობილმა გერმანულმა ვებგვერდმა WinFuture-მა გაავრცელა. გამოცემის ცნობით, iPhone 11-ს სამი ვიდეოკამერა და წყალგაუმტარი ეკრანი ექნება; Apple-ის ახალი სმარტფონი iOS 13-ზე იმუშავებს და ე.წ. Dark Mode-ი, იგივე შავი ფონი ექნება.






