03 იანვარი 2019, 08:49
ჩინეთის კოსმოსური აპარატი მთვარის აქამდე შეუსწავლელ ნაწილზე წარმატებით დაჯდა
ტექნოლოგიები

ფოტო: shutterstock.com
გაზიარება
ჩინეთის მიერ გაგზავნილი რობოტი კოსმოსური აპარატი მთვარის ამ დრომდე შეუსწავლელ ნაწილზე წარმატებით დაჯდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ჩინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აპარატი Chang'e-4 მთვარის სამხრეთ პოლუსზე ეიტკენის კრატერს შეისწავლის. აპარატი აღჭურვილია ლოკაციის გეოლოგიური და ასევე ბიოლოგიური ექსპერიმენტებისთვის საჭირო ინსტრუმენტებით.





