განახლებული iPad mini-ი სავარაუდოდ 2019 წელს გამოვა
ტექნოლოგიები

ფოტო: shutterstock.com
მესამე კვარტალში განახლებული iPad-ის შემდეგ Apple-მა მე-5 თაობის iPad mini შესაძლოა 2019 წელს გამოუშვას. ამის შესახებ China Business Times-ი წერს.
მეოთხე თაობის iPad mini 2015 წლის სექტემბერში გამოჩნდა დახლებზე. მსგავსად MacBook Air-ის, რომელიც ამავე წელს წარადგინა Apple-მა და დიდი ხნის განმავლობაში ნებისმიერი სახის განახლება საერთოად არ მიუღია. სამწლიანი პაუზის შემდეგ კონცერნმა MacBook Air-ი ოქტომბერში განაახლა.
China Business Times-ის ინფორმაციით, განახლებული iPad mini 2019 წლის პირველ ნახევარში გამოჩნდება.
ახალი iPad-ი სავარაუდოდ 10-ინჩზე დიდი და სიგანეში უფრო ვიწრო იქნება.
2017 წელს Apple-ს 9.7-ინჩიანი iPad-ის გაყიდვებმა მსხვილი ფინანსური მოგება მოუტანა.





