Facebook-მა ტექნოლოგიურ გიგანტებს მომხმარებლების პირად შეტყობინებებზე წვდომა მისცა
ტექნოლოგიები

ფოტო: shutterstock.com
სოცქსელის მომხმარებლების პირადი ინფორმაციის გასაჯაროებისთვის Facebook-ი კიდევ ერთხელ გაება მახეში. გამოძიება The New York Times-მა ჩაატარა. ამის შესახებ BBC წერს.
გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ გაამხილა ახალი დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ აძლევდა წვდომას Facebook-ი სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებს მომხმარებლების ექაუნთებზე. ლაპარაკია Amazon-ზე, Apple-ზე, Microsoft-ზე, Netflix-ზე, Spotify-სა და Yandex-ზე.
რიგ შემთხვევაში ზოგიერთმა კომპანიამ განმარტა, რომ არც კი იცოდნენ, რომ სოციალურ ქსელის მომხმარებლების ანგარიშებზე წვდომა ჰქონდათ.
Facebook-ი საკუთარი საქციელის გამართლებას შეეცადა.
სოცქსელმა განმარტა, რომ არასოდეს მიუცია სხვა კომპანიებისთვის უფლება Facebook-ის მომხმარებლების ექაუნთები ეკონტროლებინათ. მათი თქმით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლების პირადი ინფორმაცია რომელიმე კომპანიამ არასწორად გამოიყენა.
მაგალითები, რომელიც NYT-მა ანგარიშში მოიყვანა ამბობს, რომ ტექნოლოგიურ გიგანტებს მომხმარებლების პირადი მიმოწერის წაკითხვის უფლება ჰქონდათ. ასევე საშუალება ჰქონდათ დაედგინათ მიმომწერთა ადრესატების ვინაობა, მათი საკონტაქტო დეტალები და სამეგობრო წრე.
Facebook-ის 14 წლიან ისტორიაში სოციალური ქსელი არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა. მათ შორის ყველაზე რეზონანსული Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული ისტორია იყო. ამ კომპანიამ არალეგალურად მიიღო წვდომა სოცქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე, რომ ის პოლიტიკური რეკლამისთვის გამოეყენებინა.
This isn't a good response from Facebook to the NY Times story, because it makes the same mistake of blending all kinds of different integrations and models into a bunch of prose and it is very hard to match up the responses to the Times' claims.https://t.co/rrnWylOBMp
— Alex Stamos (@alexstamos) December 19, 2018





