15 დეკემბერი 2018, 08:03
ნიუ-იორკის ცაზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი გადაიღეს
ტექნოლოგიები
გაზიარება
სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვიდეო, რომელზეც ასახულია, ზებგერითი სიჩქარით ცაზე როგორ გაიელვა დისკოს მსგავსმა ობიექტმა, რომელიც ბევრმა მფრინავი თეფშების არსებობის დადასტურებად მიიჩნია. მომხდარის შესახებ Express-ი წერს.
როგორც გამოცემა იუწყება, გამორიცხულია, რომ ვიდეოზე ასახული ობიექტი სამგზავრო თვითმფრინავი იყოს. ვიდეოს შენელებისას ცხადად ჩანს, რომ მას არ აქვს ფრთები და არის მუქი ფერის.
ცნობილი უფოლოგის, სკოტ უორინგის განცხადებით, ეს მოვლენა ნიუ-იორკის შტატში უცხო პლანეტელების არსებობას ადასტურებს.





