ტეილორ სვიფტის კონცერტზე სახის ამომცნობი ტექნოლოგია გამოიყენეს
ტექნოლოგიები

ტეილორ სვიფტი
ფოტო: shutterstock.com
მომღერალ ტეილორ სვიფტის კონცერტზე სახის ამომცნობი ტექნოლოგია გამოიყენეს. მიზანი უსაფრთხოება და შესაძლო ეჭვმიტანილების ამოცნობა იყო. ამის შესახებ Engadget-ი წერს.
სახის ამომცნობი ტექნოლოგიის შესახებ ბევრი გვსმენია. მოწყობილობა აეროპორტებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან თუნცდაც სმარტფონებშია ჩაშენებული, როგორც მობილური ტელეფონის განბლოკვის ერთ-ერთი საშუალება, თუმცა კონცერტებზე მისი გამოყენების შემთხვევა აქამდე არ დაფიქსირებულა.
გამოცემის ინფორმაციით, სახის ამომცნობი კამერა ბილეთების ასაღებ აპარატში, მალულად იყო ინტეგრირებული. მოწყობილობამ კონცრტზე მისული თითოეული გულშემატკივარი დააფიქსირა.
ერთ-ერთი მასშტაბური ტერორისტული აქტი, მანჩესტერში, არიანა გრანდეს კონცერტზე 2017 წლის მაისში მოხდა. აფეთქებას მაშინ 22 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 12 ბავშვია. დაშავდა 59 ადამიანი.





