რას ეძებდნენ Google-ში 2018 წელს. სტატისტიკა
ტექნოლოგიები

ფოტო: shutterstock.com
საძიებო ქსელმა Google-მა 2018 წლის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, თუ რას ეძებდნენ ყველაზე ხშირად ადამიანები მიმავალ წელიწადში. პირველ ადგილს მსოფლიო ჩემპიონატი იკავებს. ტურნირი 4 წელიწადში ერთხელ ტარდება, მაგრამ ჩემპიონატის დროს, მის შესახებ სტატიები უფრო ტრენდული იყო.

გარდა ამისა 2018 წელს ყველაზე ხშირად გარდაცვლილი მუსიკოსი „ავიჩის“ შესახებ ინფორმაციას ეძებდნენ. მას შემდეგ მოდი მომღერალი მაკ მილერი, Marvel-ის შემქმნელი სტენ ლი და ფილმი „შავი პანტერა“.
რაც შეეხება ადამიანებს, ყველაზე ხშირად „დაგუგლული“ ადამიანი წელს, დიდი ბრიტანეთის პრინცის მეუღლე მეგან მარკლი იყო. მას შემდეგ მოჰყვება მომღერალი დემი ლოვატო, მსახიობი სილვესტერ სტალონე, ვლოგერი ლოგან პოლი და მედია ვარსკვლავი ქლოი კარდაშიანი.
სრული მონაცემებისთვის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე.





