მალე იაპონელებს ჰოლოგრაფიულ ცოლებს შესთავაზებენ
ტექნოლოგიები

The Telegraph-ის ცნობით, იაპონური კომპანია Vinclu წინასწარ იღებს შეკვეთებს Gatebox-ის მოწყობილობებზე, რომელიც „ჰოლოგრაფიულ ცოლის“ ყოლის საშუალებას იძლევა.
Gatebox-ი არის მოწყობილობა კომპიუტერით და პროექტორით, რომლის საშუალებით განასახიერებს ვირტუალურ გოგონას, სახელად აზუმა ხიკარი. მის შესაძლებლობებშია: პატრონთან დიალოგის წარმოება, შეტყობინებების გაგზავნა, დილით გაღვიძება. შეუძლია განათების, გათბობის სისტემების და საყოფაცხოვრებო ტქნიკის მართვა. უჩვეულო ცოლს შეუძლია პატრონს გაუგზავნოს გაბრაზებული შეტყობინებები, თუ ის სახლში მოსვლას აგვიანებს, იმიტომ რომ თავს მარტოხელად გრძნობს.
ხიკარის ცისფერი თმა აქვს, „ანიმეს“ სტილში დახატული. ოფიციალურ საიტზე მითითებულია, რომ იგი 20 წლისაა, მისი სიმაღლეა 158 სანტიმეტრი, უყვარს ფუნთუშები და ვერ იტანს მწერებს.
ამჟამად მოწყობილობის 300 ნიმუში არსებობს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება აშშ-ს და იაპონიის მაცხოვრებლებისთვის. ერთი ასეთი გოგონა 298 ათასი იენი, დაახლოებით 25 000 $ ეღირება.





