უსაფრთხოების 5 პარამეტრი, რომელიც iOS 12-ზე უნდა შევცვალოთ
ტექნოლოგიები

iOS 12
ფოტო: Twitter
iOS 12, Apple-ის ახალი ოპერაციული სისტემა iPhone-ებისა და iPad-ებისთვის რამდენიმე კვირიანი ლოდინის შემდეგ გამოვიდა. iOS 12-ის მომართვასთან ერთად აუციელებელია მომხმარებელმა ტელეფონში რამდენიმე პარამეტრი შეცვალოს, რათა იმის მოლოდინი არ ჰქონდეს, რომ მისი გაჯეტიდან ვინმე ინფორმაციას მოიპარავს. ამის შესახებ TechCrunch-ი წერს.
1. ჩართეთ USB-ის შეზღუდული რეჟიმი, რათა სმარტფონში შეღწევა ჰაკერებისთვის გართულდეს

ეს ფუნქცია მომხმარებელის გაჯეტს მეტ დაცულობას სძენს და სხვა მოწყობილობების თქვენ სმარტფონთან დაკავშირებას USB კაბელითა და ყურასმენების მეშვეობით ართულებს.
ამისთვის აუცილებელია მომხმარებელი შევიდეს პარამეტრებში (Settings), შემდეგ კი Touch ID & Passcode აირჩიოს და ახალი პაროლი შეიყვანოს. ამი შემდეგ, ამავე განყოფილებაში USB აქსესუარების გამოყენება (USB Accessories) სმარტოფნის დაბლოკილ რეჟიმში უნდა ავკრძალოთ და ის გამოვრთოთ (Off). iPhone X-ზე კი Face ID-ის პარამეტრები უნდა გადავამოწმოთ.
2. დარწმუნდით, რომ iOS-ის ავტომატური განახლება ჩართულია
ყოველ ჯერზე, როდესაც iPhone-ი და iPad-ი სისტემურ განახლებას იღებს, გაჯეტს სისტემური ხარვეზებისა და სმარტფონში არსებული მასალის ქურდობისგან იცავს.
ამისთვის აუცილებელია მომხმარებელი შევიდეს პარამეტრებში (Settings), შემდეგ General-სა და განყოფილებაში Software Update-ი მომართოს რეჟიმზე On.
3. სასურველია სმარტფონი რთული კომბინაციის პაროლით, ე.წ. passcode-ით დაიცვათ
.jpg)
ბოლო წლების განმავლობაში iOS-ი გაიზარდა და 4-ციფრიანი, ძველი სტანდარტული პაროლის, ე.წ passcode-ის ნაცვლად ახლა 6-სიმბოლოიანი კომბინაციის მომართვაა შესაძლებელი. ეს კი უფრო ართულებს მესამე პირისთვის სმარტფონში შეღწევას.
ამისთვის სასურველია მომხმარებელი პარამეტრებში (Settings) შევიდეს, პაროლი (Change password) შეცვალოს და რეჟიმი Custom Numeric Code-ზე მომართოს.
4. ჩართეთ ნამდვილობის დადგენის ორმაგი სისტემა

ნამდვილობის დადგენის ორმაგი დამცავი სისტემა, ე.წ. two-factor authentication მომხმარებლის ანგარიშს მეტად დაცულს ხდის და მესამე პირისთვის გაჯეტში შეღევის გზებს თითქმის შეუძლებელს ხდის. წლების წინ ე.წ. two-factor authentication-ი მომხმარებლისთვის რთული და მოსაწყენიც კი იყო. ახლა iOS 12-თან და ახალ ფუნქციებთან ერთად სისტემა პაროლს ავტომატურად ავსებს.
ამ რეჟიმის ჩასართავად მომხმარებელი პარამეტრებში (Settings) უნდა შევიდეს და თავის სახელს დააჭიროს, შემდეგ კი Password & Security-ში ნამდვილობის დადგენის ორმაგი დამცავი სისტემა, ე.წ. two-factor authentication-ი ჩართოს და ინსტრუქციას მიჰყვეს.
5. რადგან აქ ხართ... შეცვალეთ ძველი პაროლი

iOS 12-ის პაროლის მენეჯერს ახალი ფუნქცია აქვს. თუ სისტემა შეამჩნევს, რომ ერთ პაროლსა და მეტსახელს რამდენიმე ვებგვერდზე იყენებთ სისტემა მომხმარებლს გააფრთხილებს, რომ ის დაუყოვნებლივ შეცვალოს. მიზეზი ჰაკერების თავდასხმის თავიდან არიდებაა.
ამისთვის სასურველია მომხმარებელი შევიდეს პარამეტრების (Settings) განყოფილებაში > Passwords & Accounts > Website & App Passwords და შეიყვანოს პაროლი. მიიღებს გაფრთხილებას, რომელიც პატარა სიმბოლოს სახით გამეორებულ პაროლებს ამოიცნობს და შესამაბის გარაფში შეატყობინებს მომხმარებელს.






