Apple-მა ახალი ოპერაციული სისტემა iOS 12 გამოუშვა
ტექნოლოგიები

ფოტო: Twitter
კომპანია Apple-მა 17 სექტემბეტს iOS-ის ოპერაციული სისტემა განაახლა. iOS 12-ის მთავარი მიზანია ისე მოხდეს, რომ iPhone-სა და iPad-ის ძველმა მოდელებმაც კი უფრო სწრაფად იმუშაონ.
iOS 12-ის პარამეტრებში ახალი განყოფილება გაჩნდა, რომელიც მომხმარებლებს ტელეფონში გატარებულ დროს უთვლის. მისი საშუალებით იმის გამოთვლაც კია შესაძლებელი, დღის განმავლობაში რამდენჯერ აიღეთ მობილური ხელში და რამდენი შეტყობინება მიიღეთ.
ამასთან, ახალი ოპერაციული სისტემის დახმარებით შესაძლებელია დროის შეზღუდვა, რომელსაც მომხმარებელი ამა თუ იმ აპლიკაციაში ატარებს.
ამასთანავე მშობლები შეძლებენ თავიანთი სმარტფონიდან გააკონტროლონ რამდენ დროს ატარებენ ბავშვები გაჯეტებში და დროის შეზღუდვის უფლება ექნებათ.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ხმოვან ასისტენტს Siri-ს შეუძლია ბევრი სხვადასხვა ამოცანა შეასრულოს, თუმცა ბრძანების შესრულება უწევს, როგორიცაა მაგალითად „გამორთე მუსიკა და ჩართვე მაღვიძარა 9 საათზე“. iOS 12-ის გამოსვლის შემდეგ ეს უნდა გამოსწორდეს: მომხმარებლები თავად შექმნიან საკუთარ ბრძანებებს.
გარდა ამისა, Apple-მა Safari-ს ბრაუზერში რამდენიმე ახალი ფუნქცია დაამატა, რომელიც მომხმარებლის მონაცემების დაცვის გაძლიერებაზეა ორიენტირებული.
ამასთან, iOS 12-ში თითქმის სრულფასოვანი პაროლების მენეჯერი ჩანერგეს: მას შეუძლია პაროლების დამახსოვრება, რომლებიც მომხმარებლებს სხვადსახვა ვებგვერდებსა და აპლიკაციებში შეჰყავთ, მისი გამეორების შემთხვევაში კი გაფრთხილებას აგზავნის.
iOS 12-ში განახლდა ასევე სტანდარტული აპლიკაციები: Apple News -ი, iBooks-ი და დიქტოფონი.
კიდევ ერთი სიახლეა ჯგუფური ზარი Facetime-ში, სადაც შესაძლებელია ერთდროულად 32-მდე ადამიანი ჩაერთოს.
12 სექტემბერს Apple-მა Watch Series 4 და სამი ახალი iPhone-ი XS-ი, Max-ი და XR-ი წარადგინა.





