გერმანია ტექნოლოგიურ სფეროში პროგრესისათვის ორ ახალ სააგენტოს ქმნის
ტექნოლოგიები

ფოტო: shutterstock.com
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მიერ სხვადასხვა პერსპექტიული კვლევითი პროექტის პარალელურად, გერმანიას სურს "გარისკოს" და ინოვაციებს დაუჭიროს მხარი. თუმცა, ამერიკელებისგან განსხვავებით, გერმანელ სპეციალისტებს მცირე ბიუჯეტი აქვთ. ამის შესახებ სტატიას გერმანული Handesblatt-ი წერს.
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი "კიბერუსაფრთხოების საკითხებში ინოვაციების სააგენტო" მიზნად ისახავს დიდი ინოვაციური პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც IT სისტემების დასაცავად არის მიმართული. კიდევ ერთი სააგენტო მიმაგრებული იქნება ეკონომიკისა სამინისტროზე. ეს სააგენტო სხვა სფეროებში შეეცდება დანერგოს ინოვაციები და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას უნივერსიტეტებში, კვლევით დაწესებულებებსა და კომპანიებში.
სტატიის თანახმად, ამერიკული DARPA-ს ბიუჯეტი 3 მილიარდ დოლარამდეა, ეს მაშინ, როდესაც "კიბერუსაფრთხოების საკითხებში ინოვაციების სააგენტო" მიმდინარე წელს 15 მილიონი ევროთი, შემდეგ ორ წელიწადში კი 50 მილიონი ევროთი ფინანსდება.
გერმანიის შს მინისტრ ჰორსტ ზეეჰოფერის განცხადებით, სააგენტოს შექმნა "სარისკო ნაბიჯია". მინისტრი ფიქრობს, რომ გერმანიას ტექნოლოგიის სფეროში ჩამორჩენა აქვს.
როგორც უკვე ცნობილია, "კიბერუსაფრთხოების საკითხებში ინოვაციების სააგენტოს" პირველი დავალება იქნება ისეთი პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავება, რომლის საშუალებითაც ინტერნეტში ინფორმაცია მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ქსელების საშუალებით გავრცელდება.





