12 ივლისი 2018, 11:29
ფრანგებმა მფრინავი მატარებელი შექმნეს. ვიდეო
ტექნოლოგიები

ფოტო: youtube
გაზიარება
ფრანგულმა კომპანიამ, Akka Technologies-მა შექმნა ბოინგი Link & Fly, რომელიც ამავდროულად, მატარებელიცაა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
თვითმფრინავს მიწაზე დაშვებისას ფრთები ეხსნება და გარდაიქმნება მატარებლად. მატარებელი კი, ლიანდაგით გადაადგილდება სხვადასხვა სადგურის მიმართულებით და მგზავრებს არა აეროპორტში, არამედ სასურველ სარკინიგზო სადგურებზე დატოვებს.
თვითმფრინავ-მატარებელს 162 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. საჭიროების შემთხვევაში, მას მგზავრთა სავარძლები ეხსნება და მისი გამოყენება სატვირთო დანიშნულებითაცაა შესაძლებელი.





