ცნობილია რამდენ პოლიეთილენის პარკს მოიხმარს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში 1 ადამიანი
ტექნოლოგიები

ფოტო: shutterstock.com
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში, ერთი წლის განმავლობაში, ერთი ადამიანი 525 პლასტიკის პარკს მოიხმარს. ეს რიცხვი მკვეთრად აღემატება ირლანდიისა და დანიის მაჩვენებელს, 14 პლასტიკის პარკი ერთ სულ მოსახლეზე.
მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება პლასტიკის პარკების მოხმარება.
მთავრობის დადგენილების პროექტის - "პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი" მიზანი საქართველოს ტერიტორიაზე პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების მოხმარების სამართლებრივი რეგულირებაა (მათ შორის, პლასტიკის პარკების მოხმარების შეზღუდვის).
2018 წლისთვის ევროკავშირში პოლიეთილენის პარკების გამოყენება ერთ სულ მოსახლეზე 90 ცალს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო 2025 წლისათვის 40 ცალს.





