ცნობილი მაღაზიები, რომლებიც მყიდველებს უთვალთვალებენ
ტექნოლოგიები

The Telegraph-ი იმ პოპულარული ბრიტანული ბრენდების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც მყიდველებს მათივე სმარტფონებით უთვალთვალებენ. ესენია, Marks & Spencer, Dune, Morrisons და Topshop.
კომპანიები ამას სპეციალური ტექნოლოგიით, ინტერნეტის და დარბაზებში დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით აკეთებენ. მონაცემების შეგროვება შესაძლებელი მაშინ ხდება, როდესაც მყიდვeლები მაღაზიის Wi-Fi-ის ქსელთან დაკავშირებას ცდილობენ. ცნობები მოიცავს ინფორმაციას მომხმარებლის გადაადგილებაზე, მის ადგილსამყოფელზე და მყიდველების რაოდენობაზე.
გამოცემა წერს, რომ ამ პრაქტიკას არამხოლოდ ცალკეული ბრენდები, არამედ ლონდონის ზოგიერთი დიდი სავაჭრო ცენტრიც მიმართავს. მონაცემებს მაღაზიები იმისთვის იყენებენ, რომ მაგალითად, პოტენციურ მომხმარებლებს ფასდაკლების აქციებზე სატელეფონო შეტყობინებები მაშინ გაუგზავნონ, როდესაც ისინი კონკურენტ მაღაზიას სტუმრობენ.
ექსპერტების თქმით, მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების მყიდველთა უმრავლესობამ მსგავსი სისტემების შესახებ არაფერი იცის, და წარმოდგენა არ აქვთ რომ მათივე ტელეფონების გამოყენებით უთვალთვალებენ.
The Telegraph წერს, რომ მსგავსი ტიპის სათვალთვალო სისტემების ამოქმედებას გეგმავენ Apple და Google.





