სოფიკო ბერიძე
სტამბოლის ახალი აეროპორტის 3D ვიდეორგოლი გამოქვეყნდა
ტექნოლოგიები
კომპანია IGA-მ სტამბოლის ახალი აეროპორტის 3D ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. სტამბოლის მესამე აეროპორტის გახსნა ოფიციალურად 29 ოქტომბრისთვისაა ჩანიშნული. ამ დროისათვის სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი რეგულარული რეისებისათვის უკვე დახურული იქნება და IATA-გან მინიჭებულ კოდს - IST- სწორედ ამ ახალ აეროპორტს დაუთმობს.
სტამბოლის ახალი აეროპორტს პირველ ეტაპზე დიდი ტერმინალი ექნება. აეროპორტი წელიწადში 90 მილიონი მგზავრის გატარებას შეძლებს. სამომავლოდ აეროპორტს კიდევ 2 ტერმინალი და 3 ასაფრენ/დასაფრენი ბილიკი შეემატება, რაც წელიწადში 200 მლნ მგზავრის გატარების საშუალებას მისცემს.
ტერმინალი, რომელიც მიმდინარე წელს ამოქმედდება, იქნება ამ ტიპის მსოფლიოში ყველაზე დიდი შენობა და მასში განთავსდება: რეგისტრაციისთვის განკუთვნილი 13 ლოკაცია 468 სარეგისტრაციო დახლით; 114 თვითმომსახურების ჯიხური; 51 თვითმომსახურების, ბარგის ჩასაბარებელი ჯიხური; 228 საპასპორტო საკონტროლო-გამშვები პუნქტი; 77 გასასვლელი; Duty Free-ს ზონა რომელიც 55 ათას კვ/მ ზე იქნება გადაჭიმული; 42 კმ-იანი საბარგო სისტემა, რომელსაც საათში 28,9 ათასი ერთეული ბარგის გადამუშავება შეუძლია.





