10 ნოემბერი 2017, 17:11
Apple-მა ახალი iPhone X-ის ეკრანთან დაკავშირებული პრობლემები აღიარა
ტექნოლოგიები

გაზიარება
სმარტფონების მომხმარებლები ამბობენ, რომ მოწყობილობა ცივ ამინდში თითის დაჭერაზე არ რეაგირებს. ამის შესახებ ცნობა Apple-შიც დაადასტურეს.
„ჩვენ ვიცით ამ შემთხვევების შესახებ, როცა iPhone X-ის ეკრანი მკვეთრად ცივი ტემპერატურის გარემოში მოხვედრის შემდეგ არ რეაგირებს, თუმცა რამდენიმე წამში ეკრანი ისევ გამართულად მუშაობს“, - ამბობენ კომპანიაში.
კომპანია Apple-ში აცხადებენ, რომ პრობლემა უახლოეს მომავალში გამოსწორდება.





