22 აგვისტო 2024, 14:07
კრიშტიანუ რონალდუმ Youtube-არხი გახსნა და რეკორდი დაამყარა
ტექნოლოგიები

კრიშტიანუ რონალდუ
ფოტო: Getty Images
გაზიარება
პირველი 100 ათასი გამომწერის მოსაგროვებლად მას მხოლოდ 55 წუთი დასჭირდა, რაც ვიდეოსერვისის ისტორიაში საუკეთესო სტარტია. უკვე 1,5 საათში კი პორტუგალიელი ფეხბურთელის გამომწერების რაოდენობამ მილიონს მიაღწია.მალევე, რონალდუმ გამომწერთა რაოდენობით ლიონელ მესისაც გაუსწრო, რომელსაც Youtube- არხი უკვე 12 წელია აქვს.
ამ დროისთვის რონალდუს არხის გამომწერთა რაოდენობა 17 მილიონს აჭარბებს.





