24 ივლისი 2017, 16:38
Microsoft-ი Paint-ის პროგრამას აუქმებს
ტექნოლოგიები

გაზიარება
კომპანია Microsoft-ი გრაფიკული სარედაქტორო პროგრამის Paint-ის გაუქმებას გეგმავს. ამის შესახებ The Guardian-ი კომპანიაზე დაყრდნობით წერს.
Windows 10 Fall Creators Update-ის გამოსვლის შემდეგ, Paint-ი 32-წლიან არსებობას შეწყვეტს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვინდოუსის შემდეგ ვერსიებში, სტდანრატული პროგრამების ჩამონათვალში, Paint-ის პროგრამა აღარ იქნება.
Microsoft-მა Paint-ი პირველად 1985 წელს ჩაუშვა ვიონდოუსის სისტემაში. მოგვიანებით ის Paint 3D-მ შეცვალა, რომლის გამოჩენის შემდეგაც, გრაფიკული რედაქტორის პირვანდელმა ვერსიამ მომხმარებელთა მოწონება დაკარგა.





