13 დეკემბერი 2019, 16:26
Microsoft-მა ახალი Xbox-ი წარადგინა
ტექნოლოგიები

ფოტო: Microsoft
გაზიარება
წლის თამაშების The Game Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე Microsoft-მა ახალი თაობის Xbox-ის დიზაინი წარადგინა. ამის შესახებ Verge წერს.
მისი სახელი Xbox Series X-ია. Microsoft Xbox-ის ხელმძღვანელის, ფილ სპენსერის განმარტებით, ახალი მოწყობილობის ცენტრალური პროცესორი Xbox One X-ზე 4-ჯერ ძლიერი იქნება და მისი გამოყენება როგორც ჰორიზონტალურ, ასევე ვერტიკალურ მდგომარეობაში იქნება შესაძლებელი.
ამასთან, Xbox Series X-ი ნაკლებ ხმაურს გამოსცემს. ახალი კონსოლი 2020 წლის ბოლოს უნდა გამოვიდეს.





