15 ნოემბერი 2019, 12:05
სიდნეიდან ლონდონში პირდაპირი ფრენა პირველად შესრულდა
ტექნოლოგიები

გაზიარება
ავსტრალიის ავიაკომპანია Qantas თვითმფრინავმა სიდნეიდან ლონდონში უწყვეტი ექსპერიმენტული ფრენა შეასრულა. CNN-ის ცნობით, თვითმფრინავმა ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
ფრენა 19 საათს გაგრძელდა. მარშრუტის სიგრძემ 17,8 ათასი კილომეტრი შეადგინა. ფრენის დროს ასევე რეკორდული რაოდენობის საწვავი (100 ათასი კილოგრამი) დაიხარჯა. Boeing 787-9 Dreamliner-ის ბორტზე 50 ადამიანი იმყოფებოდა.





