Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტი ქართული ენისთვის გაიხსნა
ტექნოლოგიები

ფოტო: shutterstock.com
განათლების სამინისტროს განცხადებით, Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტი ქართული ენისთვის გაიხსნა. მასში უკვე არსებობს მილიონი ქართული წინადადება. იმისთვის, რომ Microsoft-ის პროგრამებში ქართული ენის ინტეგრირება სრულფასოვნად მოხდეს, აუცილებელია ქართული წინადადებების ინგლისურად თარგმნა. ამასთან დაკავშირებით განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ჯერ კიდევ აგვისტოში საუბრობდა. პროექტთან დაკავშირებით Forbes-ის ქართული გამოცემა წერს.
განათლების სამინისტროს მიერ 16 სექტემბერს წარდგენილი ერთ-წლიანი ანგარიშის ფარგლებში კი ცნობილი გახდა, რომ Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტი ქართული ენისთვის უკვე გაიხსნა. როგორც Microsoft-ის რეგიონულმა დირექტორმა, გენერალურმა მენეჯერმა კალინ დიმტჩევმა პრეზენტაციაზე განაცხადა, განათლების სამინისტრო მუშაობს იმაზე, თუ როგორ დანერგოს ციფრული ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში და გაანალიზებული აქვს რა გავლენა ექნება მას სწავლების ხარისხზე. მის კომენტარს Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.
"ჩვენ ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ. განათლების სისტემამ ამ გამოწვევებს სათანადოდ უნდა უპასუხოს. ეს იქნება სამომავლოდ წინ გადადგმული ნაბიჯი და ყველა სტუდენტის, პედაგოგის წარმატების წინაპირობა.
ჩვენ გვაქვს მაიკროსოფტი და არაერთხელ დავამტკიცეთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს მას სწავლების პროცესში. გვყავს ათასობით მომხმარებელი და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. უკვე მოხდა ქართული ენის ინტეგრაცია ხელოვნური ინტელექტში. თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი იქნება, ვინაიდან ჩვენ გვაქვს უზარმაზარი გამოცდილება", – განაცხადა კალინ დიმტჩევმა.





