საფრანგეთში არქეოლოგებმა ნეანდერტალელების 257 ანაბეჭდი აღმოაჩინეს
ტექნოლოგიები

არქეოლოგიური გათხრები
ფოტო: Twitter
საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთში, კუნძულ კოტანტენზე არქეოლოგებმა ნეანდერტალელების 200-ზე მეტი ანაბეჭდი აღმოაჩინეს, რომელთა ასაკიც დაახლოებით 80 ათასი წელია.
ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნებული კვლევის შესახებ გამოცემა Parisien-ი წერს.
გათხრების დროს მეცნიერებმა ნეანდერტალელების ტერფების, ხელისგულებისა და მუხლების 257 ანაბეჭდი აღმოაჩინეს. არქეოლოგების განცხადებით, აქამდე მსოფლიოში ნეანდერტალელების მხოლოდ 10-მდე კვალია აღმოჩენილი.
„ჩვენ დავადგინეთ, რომ ამ ადგილზე იმყოფებოდა 10-13 ნეანდერტალელისგან შემდგარი ჯგუფი, რომელთა უმრავლესობასაც ბავშვები წარმოადგენდნენ და არაუმეტეს 3 იყო ზრდასრული. ჩვენი ვარაუდით, ისინი აქ ზამთრის გასატარებლად მოვიდნენ“, - განაცხადა ერთ-ერთმა არქეოლოგმა კრისტინ ვერნამ.





