ბიოლოგებმა მაიმუნის და ადამიანის ჰიბრიდული ემბრიონი შექმნეს
ტექნოლოგიები

www.shutterstock.com
მეცნიერებმა მაიმუნის და ადამიანის ჰიბრიდული ემბრიონების შექმნის შესახებ განაცხადეს. ინფორმაციას გაზეთი El Pais-ი ავრცელებს. პროექტი აშშ-ის სალკის ინსტიტუტის და ესპანეთის მურსიას კათოლიკური უნივერსიტეტის ბიოლოგებმა განახორციელეს.
სტატიის თანახმად, ბიოლოგებმა გენეტიკურად მოდიფიცირებული მაიმუნის ემბრიონების ორგანოების ფორმირებისთვის საჭირო გენების დეაქტივაცია მოახერხეს. შემდეგ კი მათ ადამიანის ღეროვანი უჯრედები ჩაუნერგეს, რომლებსაც ადამიანის სხეულის ნებისმიერი ქსოვილის შექმნა შეუძლიათ. ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე ბიოლოგებმა ემბრიონები დაბადებამდე გაანადგურეს. თუმცა მათი თქმით, დადებითი შედეგები მიიღეს.
ექსპერიმენტის მიზანი დონორული ორგანოების ამოუწურავი წყაროს მიღებაა.
ექსპერიმენტის ყველა დეტალი უახლოეს დღეებში ერთ-ერთ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდება.





