ცნობილია ქართველების პორნოსურვილები
ტაბლოიდი

ფოტო: shutterstock.com
უმსხვილესმა ვებგვერდმა PornHub-მა 2018 წლის შედეგები შეაჯამა და გამოაქვეყნა, თუ რომელი კატეგორიები იყო ყველაზე პოპულარული წელს, რომელი პორნომსახიობები და რომელი ქვეყანა უყურებდა ყველაზე ხშირად პორნოგრაფიულ ვიდეოებს.
2018 წელს Pornhub-ს დღეში 92 მილიონი ადამიანი სტუმრობდა, 39 წლის პორნომსახიობი სტორმი დენიელსი კი წელს ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი გახდა. ამის მიზეზი სავარაუდოდ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სექს-სკანდალი გახდა, რომლის დროსაც ტრამპმა დენიელს ინტიმური ურთიერთობის საიდუმლოდ შენახვისთვის თანხა შესთავაზა.
ყველაზე პოპულარული კატეგორია, ისევე როგორც 2017 წელს „ლესბოსური პორნო“ გახდა. მას შემდეგ მოსდევს „ჰენტაი“ და „milf“.

ტრაფიკის რეიტინგში პირველ ადგილზე კიდევ ერთხელ ამერიკის შეერთებული შტატები გავიდა. მეორე ადგილზე დიდი ბრიტანეთი, შემდეგ ინდოეთი, იაპონია, კანადა, საფრანგეთი და გერმანია.

ვებგვერდმა ქვეყნების მიხედვითაც გააანალიზა კატეგორიები. აღმოჩნდა, რომ ლესბოსური პორნო ყველაზე მეტად პოპულარულია აშშ-ში, რუსეთში კი ჰენტაი. აღსანიშნავია, რომ ამ რუკაზე საქართველოც მოხვდა, რომელიც წითელ ფერშია შეღებილი. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ყველაზე ხშირად ლესბოსურ პორნოგრაფიას უყურებენ.

მსოფლიოში პორნოგრაფიულ ვიდეოებს უმეტესწილად კაცები უყურებენ, თუმცა ეროტიკული ვიდეოებით ქალებიც ინტერესდებიან. ანალიტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში მცხოვრები ქალები, მსოფლიოს ქალების საშუალო წილის 29%-ში გადიან.






