გილერმო დელ ტორომ ჯოჯრ მარტინის ქუდი მოირგო და ისინი ერთმანეთისგან ძლივს განასხვავეს
ტაბლოიდი

გილერმო დელ ტორო ჯორჯ მარტინი
ფოტო: Twitter
რეჟისორმა გილერმო დელ ტორომ Twitter-ზე ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა, რომელზეც "სამეფო კარის თამაშების" ავტორის, მწერალ ჯორჯ მარტინის ქუდი აქვს მორგებული. ფოტოკოლაჟიდან ერთზე თავად მწერალია, მეორეზე კი რეჟისორია გამოსახული, რომელსაც მარტინის ქუდი ახურავს.
Who wore it better? pic.twitter.com/nEhlpGUw13
— Guillermo del Toro (@RealGDT) October 3, 2018
ტოროს გამომწერებმა მწერალსა და რეჟისორს შორის განსხვავება თითქმის ვერ იპოვეს. ბევრმა მათგანმა დაწერა, თუ რატომ გამოაქვეყნა რეჟისორმა ერთი და იმავე პიროვნების ორი ფოტო.
მოგვიანებით დელ ტორომ კიდევ ერთი ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ჯორჯ მარტინთან ერთად არის გამოსახული.
He kept the hat. pic.twitter.com/PAhEwnWcLt
— Guillermo del Toro (@RealGDT) October 3, 2018





