13 ივნისი 2020, 00:55
პაატა კუპატაძე
არიანა გრანდეს ახალი სახლი 13,7 მილიონი დოლარი დაუჯდა
ტაბლოიდი

ფოტო: variety.com
გაზიარება
პოპულარულმა ამერიკელმა მომღერალმა არიანა გრანდემ ლოს-ანჯელესში სახლი იყიდა. ამის შესახებ გამოცემა Dirt წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფეშენებლური სახლი მომღერალს 13,7 მილიონი დოლარი დაუჯდა. სახლი ლოს-ანჯელესის ე.წ. მწვანე ბორცვებზე 35 აკრ ფართობზეა გაშენებული. მას 4 საძინებელი, 7 აბაზანა, სასტუმრო ოთახი, სამზარეულო, საუნა და აუზი აქვს.





