01 ივნისი 2020, 09:59
სამეფო ოჯახმა პონით მოსეირნე ელისაბედ II-ის ფოტო გამოაქვეყნა
ტაბლოიდი

ფოტო: Press Association
გაზიარება
სამეფო ოჯახმა კარანტინის გამოცხადების შემდეგ პირველად ელისაბედ II-ის ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოებზე გამოსახულია 94 წლის მონარქი, რომელიც უინძორების სასახლეში პონით სეირნობს.
როგორც BBC წერს, დედოფალი მეუღლესთან, პრინც ფილიპთან ერთად იზოლაციის პერიოდს სწორედ უინძორების სასახლეში ატარებს.
დედოფლის ბოლო საჯარო ფოტო 19 მარტს გავრცელდა, როდესაც ელისაბედ მეორე ბუკინგემის სასახლეს ტოვებდა.





