5-ვარსკვლავიან სასტუმროებში მატრასები ქურდების ახალი სამიზნე გახდა
ტაბლოიდი

ფოტო: shutterstock.com
ადრე სასტუმროების სტუმრები ნომრებიდან აბაზანის ნაკრებს იპარავდნენ, არც ხალათების წაღებაზე ამბობდნენ უარს, თუმცა ახლა სულ უფრო გახშირდა იმ მატრასის ქურდობა, რომელზეც ეძინათ. ამის შესახებ The Times-ი წერს.
ოტელიერების გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ მატრასების ქურდობის პრობლემა სულ უფრო აქტუალური ხდება და ეს განსაკუთრებით ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს შეეხება. კვლევაში წერია, რომ super kingsize-ის ზომის მატრასის სასტუმროდან მოპარვა ნამდვილად რთულია, მაგრამ ამას ხშირად ღამე აკეთებენ სტუმრები - ისეთ სასტუმროებში სადაც ლიფტი მიწისქვეშა პარკირებაზე ჩადის.
როგორც გამოცემა წერს, ცნობილი არ არის, ცვლიან თუ არა ქურდები ძველ მატრასებს ახლით, რათა მათი ქმედება გარკვეული დროით მაინც დარჩეს შეუმჩნეველი.
მატრასთან დაკავშირებით რამდენიმე რჩევის შესახებ იხილეთ ეს ბმული.





