24 ოქტომბერი 2019, 18:32
Facebook-ზე კიანუ რივზის გვერდი ფოტოგრაფ ზაქარია ჭელიძეს მადლობას უხდის
ტაბლოიდი

კიანუ რივზი ზაქარია ჭელიძე
ფოტო: Facebook/Zaqaria Chelidze
გაზიარება
კანადელი მსახიობის კიანუ რივზის თაყვანისმცემლების ყველაზე დიდი Facebook-ზე ქართველ ფოტოგრაფ ზაქარია ჭელიძეს მსახიობისთვის გადაღებული პორტრეტებისთვის მადლობას უხდის.
ფოტოები 2018 წლის ივლისში, ნიუ-იორკში John Wick 3-ის პრემიერის დღეს არის გადაღებული.
34 წლის ფოტოგრაფის ზაქარია ჭელიძის ფოტოობიექტივში არაერთი ცნობილი ადამიანი მოხვედრილა, მათ შორის ჰოლივუდის ვარსკვლავებიც არიან: ანტონიო ბანდერასი, კიანუ რივზი, ედვარდ ნორტონი, უილიამ დეფო და ა.შ.





