ბაჰამელმა ცხოველთა დამცველმა ქარიშხალ „დორიანისგან“ 97 ძაღლი გადაარჩინა
ტაბლოიდი

ფოტო: Facebook
ბაჰამის კუნძულების ქალაქ ნასაუს მცხოვრებმა შელა ფილიპსმა ქარიშხალ „დორიანის“ დროს 97 ძაღლი შეიფარა. ამის შესახებ Fox News-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით. გამოცემის ინფორმაციით, ფილიპსი უპატრონო ძაღლების თავშესაფრის ხელმძღვანელია.
სანამ მის სახლში სტიქიის გამო ელექტროენერგია არ გაითიშა ქალი შეშინებულ ცხოველებს მუსიკას ურთავდა და მულტფილმებს აჩვენებდა.
„ვერ წარმომიდგენია როგორ გადარჩნენ გარეთ დარჩენილი ძაღლები და სხვა ცხოველები“, - განაცხდა ფილიპსმა. ძაღლების ფოტოები მან Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
ქარიშხალი „დორიანი“, რომელსაც ბაჰამის კუნძულზე სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა, მესამე კატეგორიამდე შესუსტდა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ქარიშხალი უფრო შესუსტდება, თუმცა აშშ-ის 4 შტატის მცხოვრებლებს საფრთხეს მაინც შეუქმნის.





