15 დეკემბერი 2018, 11:16
ამირან პაპინაშვილი გუანჯოუს ტურნირის ფინალშია
სპორტი

ამირან პაპინაშვილი
ფოტო: Facebook
გაზიარება
ჩინეთის ქალაქ გუანჯოუს ტურნირზე ამირან პაპინაშვილმა ტატამს ამატურვშინ დაშდავა დააჭედა. ის ფინალში ოქროსთვის რუსეთის სახელით მოჭიდავე რობერტ მშვიდობაძეს დაეჭიდება.
პაპინაშვილთან ერთად, საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავენ: 60 კგ წონით კატეგორიში ლუხუმ ჩხვიმიანი, 66 კგ წონით კატეგორიში ვაჟა მარგველაშვილი, 73 კგ წონით კატეგორიში ლაშა შავდათუაშვილი, 90 კგ წონით კატეგორიში ბექა ღვინიაშვილი, 100 კგ წონით კატეგორიში ვარლამ ლიპარტელიანი და +100 კგ წონით კატეგორიში გურამ თუშიშვილი.
ქართველი ძიუდოისტები ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში 15-16 დეკემბერს იჭიდავებენ.





