გიორგი ხუხია
ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონები ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ
სპორტი

ფოტო გიორგი ხუხია
ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონები ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ. საგანგებო განცხადება სპორტსმენებმა გააკეთეს. მათი განცხადებით, არჩევნებში კვლავ დავით ქევხიშვილი და მისი თანამოაზრე გიორგი ათაბეგაშვილი მონაწილეობენ და ეს სპორტსმენების პროტესტს იწვევს.
სპორტსმენების განცხადებით, არც ქევხიშვილი და არც ათაბეგიშვილი სპორტსმენებს არ შეხვედრიან და მათი გეგმების შესახებ არ უსაუბრიათ, ამიტომ დღეს დაგეგმილი კენჭისყრა არალეგიტიმურია. მათივე თქმით, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ არჩევნები უნდა გადადებულიყო, თუმცა გუშინ საღამოს მოულოდნელად გაიგეს, რომ კენჭისყრა დღეს არის დაგეგმილი.
თუ არჩევნები არ გადაიდება და სპორტსმენებისთვის არასასურველი პირი გახდება ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი, სპორტსმენები პროტესტის ახალ ტალღას აანონსებენ. აცხადებენ, რომ წინა კრიზისის შემდეგ ფედერაციაში არაფერი შეცვლილა და ქევხიშვილის ან მისი თანამოაზრის პრეზიდენტად დაბრუნების შემთხვევაში, ვითარება გამწვავდება.
ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე საარჩევნო ყრილობა დღეს 12 საათზე სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება.





