ლას-ვეგასის პოლიციამ რონალდუს წინააღმდეგ საქმის გამოძიება განაახლა
სპორტი

კრიშტიანო რონალდუ
ფოტო: Facebook
ლას-ვეგასის პოლიციამ ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ გამოძიება განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
შესაბამისი განცხადების შესახებ ჟურნალისტმა დენ როანმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა. საქმე ეხება ინციდენტს, რომელიც 2009 წლის 13 ივნისს მოხდა. მსხვერპლმა პოლიციას მიმართა და სამედიცინო შემოწმება გაიარა. იმ დროს, ქალს არ უთქვამს ვინ გააუპატიურა და სად. გამოძიება 2018 წლის სექტემბერში განახლდა.
დაზარალებულის და მოძალადის სახელს პოლიციაში არ ამბობს, თუმცა The New York Times-ი წერს, რომ საქმე კრიშტიანუ რონალდუს ეხება.
2017 წელს, გერმანულმა Spiegel-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელის თანახმად რონალდუმ კეტრინ მაიორგი ლას-ვეგასში გააუპატიურა. 2018 წლის 28 სექტემბერს Spiegel-მა ისევ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია, რომელშიც მკითხველს 34 წლის კეტრინ მაიორგის, მისი ისტორიის და ტრავმის შესახებ უამბო.
სტატიას უკვე გამოეხმაურნენ ფეხბუთელის ადვოკატები. ისინი გერმანული გამოცემის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას და კომპენსაციის მოთხოვნას გეგმავენ.




