ზინედინ ზიდანი „რეალიდან“ წავიდა
სპორტი

"რეალ მადრიდის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კლუბი დატოვა, ის რეალის ფეხბურთელების აღარ გაწვრთნის. ინფორმაციას საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
შემდეგი სეზონიდან ზიდანი სამეფო კლუბში აღარ იმუშავებს. როგორც თავად ამბობს, გუნდს ახლა სხვა გარემო და ახალი მეთოდოლოგია სჭირდება.
ზინედინ ზიდანი - ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშეა. საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში მან 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და ევროპის 2000 წლის ჩემპიონატი მოიგო. ზიდანი სამჯერ აღიარეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად (1998, 2000 და 2003 წლებში). იტალიური „ივენტუსის“ და ესპანური „რეალის“ შემადგენლობაში მან 12 თასი მოიპოვა.
ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ზიდანი მუდმივად მადრიდის „რეალის“ სტრუქტურებში მუშაობდა. 2016 წლის იანვარში ის კლუბის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ამ პოზიციაზე მან რაფაელ ბენიტესი შეცვალა.
„რეალი“, რომლის მთავარ მწვრთნელადაც მან ორწელწადნახევარს იმუშავა, ამ ხნის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული სამჯერ გახდა. ასევე მისი ხელმძღვანელობით „რეალმა“ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ქვეყნის სუპერთასი, „უეფას“ ორი სუპერთასი და ორჯერ გაიმარჯვა მსოფლიოს კლუბურ ჩემპიონატში კლუბებს შორის.





